воскресенье, 17 ноября 2013 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს განვიხილეთ დეტალურად პროექტის პორტფოლიო, გავარჩიეთ ყველა საქაღალდე ნაბიჯ-ნაბიჯ, შევასწორეთ თუ რამე იყო შეცდომით და შემდეგ ავტვირთეთ ინტელის სასწავლო კურსის ბლოგზე ჩვენი პროექტის პორტფოლიო, Drive -საშუალებით.
   შემდეგ გავაკეთეთ ტრენინგის მონაწილეებმა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია
მოკლედ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრები და შევაჯამეთ  ზოგადად ტრენინგი.
  მინდა აღვნიშნო რომ ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, საქმიანი, სასარგებლო, საჭირო და მნიშვნელოვანი, ტრენინგის მიმდინარეობისას ვისწავლე პროექტებზე მუშაობა, მისი დახვეწა, ინტერნეტში მუშაობა და ატვირთვა.
   დარწმუნებული ვარ, რომ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება
ჩემს საქმიანობაში.
    გმადლობთ ქალბატონო ქეთი! გისურვებთ წარმატებებს!

суббота, 16 ноября 2013 г.

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ მოდული:7 ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, დავათვალიერეთ ინტელის რესურსებში ფასილიტაციის მასალები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შევქმენი მოსწავლისთვის ფასილიტაციის მასალები ჩემი პროექტის თემის მიხედვით Mikrosoft PowerPoint -ის საოფისე პროგრამაში.
  შემდეგ გავარჩიეთ პროექტის პორტპოლიო პორტფოლიოს საქაღალდის მიხედვით,
მოვახდინეთ პორტფილიოს სრულყოფა.
    გავიხსენეთ და ხელმეორედ გავიარეთ ზოგიერთი ტექნიკური საკითხი.
ტრენინგის მერვე დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

    ფასილიტაციის ნიმუში:

воскресенье, 10 ноября 2013 г.

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით მოსწავლეთა საჭორიებების  შეფასებას, შევქმენით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლისათვის დამხმარე მასალა.


суббота, 9 ноября 2013 г.

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს: განვიხილეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები
                                                დავამზადეთ ბუკლეტის შეფასების რუბრიკა
                                                დავამზადეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
                                               ვისწავლეთ პიკასას ალბომების გაკეთება
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო
                                             
                                               

воскресенье, 3 ноября 2013 г.

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებები, შემდეგ გავეცანით მოსწავლის ნამუშევრების ნიმუშები, შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ამ ბლოგში სურათების, ვიდეო და აუდიო მასალების, პრეზენტაციების, სხვადასხვა ხასიათის გაჯეტების ჩასმასა, პოსტების და პეიჯების ჩასმაზე.
    სატრენინგო დრე იყო ძალიან საინტერესო.

 მოსწავლის ბლოგის მისამართია:  http://tambaqodamozardebi.blogspot.com/

суббота, 2 ноября 2013 г.

მეოთხე დღე

     ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო მესამე დღის სამუშაოების შეხსენებით, შემდეგ გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას, რომელშიც განხილული იყო პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების ხუთი მიზანი: ოთხი განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი.
      გავარჩიეთ თითოეული შეფასების ფორმა.
  განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსის რესურსების განყოფილებაში მოცემული პროექტების შეფასების ფორმები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შევადგინე
ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში დროში გაწერილი პროექტის შეფასების გეგმა და პროექტის შეფასების გეგმის მოკლე მონახაზი.
 
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ






·          





გონებრივი იერიში
დისკუსია

·          
კითხვარი
მოსწავლეებზე დაკვირვების ჩანაწერები
პროექტის სამოქმედო გეგმის შეფასების რუბრიკა
თანაკლასელთა უკუკავშირი
მასწავლებელის-მოსწავლის პრეზენტაციები
დღიურების ჩანაწერები
პროექტის შეფასების სახელმძღვანელო რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
დავალებების ჟურნალი
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა წინარე ცოდნის, გააზრებისა და დავალებების შესრულების შეფასებისათვის გამოვიყენებ  არაფორმალური შეფასების ისეთ ფორმებს, როგორიცაა კითხვარები, დაკვირვების ჩანაწერები, კონფერენციები,  პროექტის სამოქმედო გეგმის შეფასების რუბრიკა, რაც მოსწავლეებს ეხმარება პრაქტიკული სამუშაოს დაგეგმვასა და მონიტორინგში, ასევე ახალი ამოცანების დასახვის  მიზნით შესწავლილი მასალის გადახედვაში.გამოვიყენებ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, ასევე თანატოლთა უკუკავშირს, დავალებების ჟურნალის ჩანაწერებს გააზრების და საბოლოო შეფასებისათვის.
   შემდეგ გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  Power Point-ში.
ტრენინგზე ვიმუშავეთ ასევე ზოგიერთ ტექნიკურ  საკითხზე, როგორიცაა საოფისე პროგრამებში შექმნილ დოკუმენტზე Link-ის დადება, Drive-ში პრეზენტაციის ჩასმა და Blog-ზე გადატანა,გაჯეტების შექმნა ბლოგზე.
       ტრენინგის მეოხე დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.