суббота, 26 октября 2013 г.

მესამე დღე

ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის მესამე დღე დაიწყო მეორე დღის მასალების გამეორებით. შემდეგ დავიწყე პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.

  1.      ინტელის სასწავლო კურსის ვებ გვერძე გავეცანი მეორე მოდულს, რომლის ამოცანებია:
                    სტანდარტის განსაზღვრა
                    სასწავლო პროექტისდაგეგმა- მიზნები და ამოცანები.
                   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
პროექტის გეგმის შაბლონში ჩავსვი პროექტის თემის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტი, ეროვნული სასწავლო გეგმიდან, შემდეგ მიზნებისა და ამოცენების გრაფაში ჩამოვაყალიბე ის ამოცანები და უნარ-ჩვევები, რომლის განვიტარებასაც პროექტი ისახავს მიზნად, მიზნების განსაზღვრის შემდეგ გავეცანი საკვანძო კითხვებზე მუშაობის ხერხებს და რჩევებს, რომლებიც დამეხმარება მიმართულების მიმცემი კითხვების ჩამოყალიბებაში, შემდეგ პროექტის გეგმის შაბლონისშესაბამის გრაფაში ჩავწერე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელთა შინაარსი ასეთია:
   
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რას მოიაზრებთ ცნებაში ,,კაცობრიობის მტრები“?

თემატური კითხვები
როგორ შეცვალა თამბაქომ ადამიანთა ცხოვრება?
რატომ ითვლება თამბაქოს მოხმარება ჯანმრთელობისთვის სარისკოდ?

შინაარსობრივი                             კითხვები
v  სარ და როდის აღმოაჩინეს თამბაქო?
v  ვინ აღმოაჩინა და გაუსინჯა თამბაქოს პირველად გემო?
v  როგორია თამბაქოს გავრცელების სიხშირე დღეს?
v  დაახასიათეთ   თამბაქოს ატიური მოხმარების გავლენა მოზარდის ჯანმრთელობაზე?
v  აღწერეთ ადამიანის სოციალურ ცხოვრებაზე რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება?
v  აღწერეთ რა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარება ჩანასახის განვითარებაზე?
v  აღწერეთ თამბაქოს მოხმარების შედეგების სტატისტიკა?
v  რა შინაარსის არის თქვენს მიერ შექმნილი ანტისარეკლამო პლაკატი?

    ამ კითხვების ჩამოყალიბების შემდეგ ვისწავლე, როგორ უნდა შევქმნა კოლეგებთან გასაზიარებელი დოკუმენტი ექსელის საოფისე პროგრამაში და ვიმუშავეთ იმ ტექნიკურ საშუალებებზე, რომლებიც დოკუმენტის ერთმანეთთან გაზიარებისას დაგვჭირდება.
     ტრენინგის ბოლო ნაწილში ვიმუშავე ბლოგზე page-ის  და გაჯეტების შექმნის წესებზე.

воскресенье, 20 октября 2013 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პირველი დღის გამეორებით, შემდეგ გავიარეთ პირველი მოდულის  მეოთხე ნაბიჯი- პუბლიკაციის მომზადება.
  გავეცანით ინტელის გზამკვლევის რესურსებში არსებულ პუბლიკაციების ნიმუშებს,
გავეცანით ასევე პუბლიკაციების შექმნის წესებს და შემდეგ პუბლიკაციის ნიმუშის მიხედვით შევქმენით ჩვენი პროექტის სარეკლამო პუბლიკაცია, რომელიშიც მოსწავლეთა მშობლებს გავაცანით პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და ის უნარჩვევები, რომლებასც პროექტი უვითარებს მოსწავლეებს. ასევე ჩემს პუბლიკაციაში ქვეთავებად გავწერე საკითხები, რომლებზეც პროექტის მიმდინარეობისას იმუშავებენ მოსწავლეები.
  შემდეგ უკვე Word-ის პროგრამით შევქმენით სარეკლამო ბუკლეტი, გავეცანით იმ  სამუშაო იარაღებს, რომლებიც დაგვეხმარება ბუკლეტების დამზადებისას.
      შემდეგ ვისწავლეთ ფაილის დაარქივება და გაგზავნა საკუთარ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ფაილის დასაცავად.
      შემდეგ ვიმუშავეთ  ბლოგზე, სადაც ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარების დადება, ასევე პოსტების შექმნა ბლოზე და ნაბიჯების გაკეთება.
     ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი, შესწავლილი საკითხები იყო ძალიან საინტერესო, საჭირო და აქტუალური.
     ტრენინგის ბოლოს ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები და შევაჯამეთ ტრენინგი.
      ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვაში.
                                        ეს არის ჩემი სარეკლამო პუბლიკაცია




суббота, 19 октября 2013 г.

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღე დაიწყო მისალმებით და ერთმანეთის გაცნობით, შემდეგ ვისაუბრეთ ჩვენს მიერ გახორციელებულ პროექტებზე.
       შემდეგ გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის
                                        
  •    ინტელის სასწავლო კურსის მიზნებსა და ამოცანებს
  •    მოდული 1: პროექტებით სწავლება
  •    ნაბიჯი 1: გაცნობა
  •    ნაბიჯი 2: ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
  • კურსის მიზანი
    კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
    კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
    მოდული 1: პროექტებით სწავლება
    თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
    ძირითადი აქტივობები:
    • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
    • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
    • თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
    • საპროექტო იდეების გენერირება
    • რეფლექსია თქვენს ბლოგზე