воскресенье, 20 октября 2013 г.

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პირველი დღის გამეორებით, შემდეგ გავიარეთ პირველი მოდულის  მეოთხე ნაბიჯი- პუბლიკაციის მომზადება.
  გავეცანით ინტელის გზამკვლევის რესურსებში არსებულ პუბლიკაციების ნიმუშებს,
გავეცანით ასევე პუბლიკაციების შექმნის წესებს და შემდეგ პუბლიკაციის ნიმუშის მიხედვით შევქმენით ჩვენი პროექტის სარეკლამო პუბლიკაცია, რომელიშიც მოსწავლეთა მშობლებს გავაცანით პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და ის უნარჩვევები, რომლებასც პროექტი უვითარებს მოსწავლეებს. ასევე ჩემს პუბლიკაციაში ქვეთავებად გავწერე საკითხები, რომლებზეც პროექტის მიმდინარეობისას იმუშავებენ მოსწავლეები.
  შემდეგ უკვე Word-ის პროგრამით შევქმენით სარეკლამო ბუკლეტი, გავეცანით იმ  სამუშაო იარაღებს, რომლებიც დაგვეხმარება ბუკლეტების დამზადებისას.
      შემდეგ ვისწავლეთ ფაილის დაარქივება და გაგზავნა საკუთარ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა ფაილის დასაცავად.
      შემდეგ ვიმუშავეთ  ბლოგზე, სადაც ვისწავლეთ ბლოგებზე კომენტარების დადება, ასევე პოსტების შექმნა ბლოზე და ნაბიჯების გაკეთება.
     ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი, შესწავლილი საკითხები იყო ძალიან საინტერესო, საჭირო და აქტუალური.
     ტრენინგის ბოლოს ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები და შევაჯამეთ ტრენინგი.
      ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვაში.
                                        ეს არის ჩემი სარეკლამო პუბლიკაცია




Комментариев нет:

Отправить комментарий